საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№10/01-01                                          30. 04. 2012

ფაკულტეტზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. დაევალოს ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებს ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია (ელექტრონული ფორმით) მიაწოდონ ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ღონისძიების დაგეგმვისა და დასრულების ეტაპებზე;
  2. დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს განათავსოს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დაგეგმვის და დასრულების ეტაპებზე;
  3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სისტემატურად განაახლოს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;
  4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში;
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.




თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                    ა. ხელაძე